webnovel

პროლოგი

მისტიკური სახლის მთაზე, ღრუბლის დასასრულს მდება კლდე ცისფერი ღრუბლის კონტინენტზე მდებარე ოთხი მომაკვდინებელი რეგიონის საზღვარია. უთვალავი წლების განმავლობაში, ხალხი ვინც ამ კლდიდან გადავარდა ჩამოსათვლელად ძალიან ბევრია.; ვერავინ გადარჩა, სამი ზეციური მეფის რანკის ექსპერტების ჩათვლით, მიუხრდავათ მათ ძლიერი შესაძლებლებლობებისა.

ამ მომენტში, კლდის კიდეზე, შავ თმიანი და შავ თვალება ახალგაზრდა იდგა, ორი კაცის სიმაღლის დიდი ქვის გვერდზე. ამ პირივნების ტანსაცმელი მთლიანად სისხლით იყო დასვრილი, თვითონ კი მრავალი ღია ჭრილობებით. ფეხებამდე ჩამუსლი სისხლით, რამდენიმე ხნის განმავლობაში იგი კლდეგე იდგა.

მისი მკერდიდადნ სუნთქვასთან ერთად ისეთი მძიმე ოხვრა ამოდიდოდა, რომ ადამიანის შესაშინებლად ეს უკვე სრულიად საკმარისი იყო. მის სხეულზე ყოველი მოსკული ცახცახებდა თან-თან დაღლათან და ენერგიისგან დაცლასთან ერთად. რომ არა მის გვერდზე მდებარე დიდი ქვა, ალბათ ფეხზე დგომასაც ვერ შეძლებდა. თუმცა, მის თვალებში წყნარი და სიმშვიდი იყო, როგორ ორი ცივი მახვილი.

მის წინ მთლიანად შავებით შემოსილი ხალხი იდგა, რომელიც მის ყოვე გადასარჩენ გზას ღობავდა

,,უინ ჩე, მომწყვდეული ხარ! თუ დაგვემორჩილები და ციურ მომწამვლელ მარგალიტს მოგვცემ, შესაძლო სიცოცხლის უფლება მოგცეთ !"

,,დღეს აქ, ზეცის სახელით, სამართლის აღსასრულებლად ვართ, რათა ეს უღირსი მოვკლათ! თუ სასწრაფოდ დანებდები და ციურ მომწამვლელ მარგალიტს გადმოგვცემ, მაშინ სწარფად მოგკლავთ, გულში ათიათასი მახვილის ჩასობისგან გამოწვეულ ტკივილს განგაცდევინებთ!".

,,იუნ ჩე! შეწყვიტე ჯიუტობა, შენი ერთადერთი თავის დასახსნელი გზაა ციური მომწამვლელი მარგალიტი მოგვცე! შენ ასეთი წმინდა ნივთის ღირსი არ ხარ."

ხალხისგან ყვირილის ტალღები მოდიოდა, ყველა თავისი სამართლისა და სასწორის მიხედვით საუბრობდა.ნებისმიერ ცისფერი ღრუბლის კონტინენტის მაცხოვრებელს, რომ ეს სცენა დაენახა, საშინლად გაოცდებოდა. ყველა შავებით შემოსილი ხალხი კონტინენტის უძლიერესი კლანის წარმომადგენლები იყო. კლანის მეთაურები , ზოგიუმერთი სრულიად მივიწყებული ძველი, მოხუცი წევრებიც კი აქ იყვნენ. ზედმეტი არ იქნება იმის თქმა, რომ ამ ჯგუფიდან ნებისმიერ პიროვნებას, კონტინენტის ნებისმიერი რეგიონის გაოცება და დიდი ზარალის მიყენება შეეძლო.

ახლა კი, ყველა ეს ხალხი ამ ახალგაზრდა კაცისგამო იყვნენ აქ თავმოყრილი, რომელიც კლდის კიდესთან იყო მიმწყვდეული. განსაკუთრებით კი, ისინი მის ხელხი მოქცეული ციური მომწამვლელი ბრილიანტის გამო იყვნენ აქ, რომელიც ცისფერი ღრუბლის კონტინენტი უპირველეს წმინდა ნივთად ითვლებოდა.

მასამ სანამ ახალგაზრდას ყოველი მხრიდან თან-თან უახლოვდებოდნენ, შეძახილები გაისმოდა, როდესაც ციური მომწამვლელი მარგალიტი კვლავ გამოჩნდა, მათ ამ შეუდარებელ განძს კვლავ შედეხეს. მთელი სამდღიანი დევნის შემდეგ, მათი შრომის ანაზღაურები ხილის ხელში ჩასაგდებათ ვეღარ იცდიდნენ.

,,თქვენ... ეს ციური... მომწამვლელი მარგალიტი გინდათ?!"

იუნ ჩემ ცივად გაიცინა. როგორც კი თავის მარჯვენა ხელი ნელა ასწია, მწვანე მბრწყინავი პატარა ქვა გამოჩნდა. მარგალიტის გამოჩენისთანავე ყველა გაჩერდა. მწვანე მარგალიტს თვალმოუცილებლად უყურებდნენ, თავიანთი სიხარბით გაბრწყინებული თვალებით. იუნ ჩესთვის, ამ ხალხის ძალა სრულიად საკმარისი იყო მსოფლიოს შესაშინებლად, რომელიც ჭუჭყითა და ცბიერებით იყო სავსე. მიუხედავად იმისა, რომ მიმწყვდეული იყო კლდის კიდესთან, მისი მისი თვალები, სიამაყით და დაცინვით სავსე მზერით ბრწყინავდა. მის თვალებში ღრმად იყო სიძულვილი გამჯდარი: ,, ჩემმა მასწავლებელმა მთელი მისი სიცოცხლე მსოფლიოს გადასარჩენად გაატარა. მან უთვალავი ადამიანი გადაარჩინა, ყოველგვარი სიმდიდრის და დიდების მოთხოვნის გარეში, მაგრამ ციური მომწამვლელი მარგალიტის გამო, თქვენ ე.წ. სამართალის გამო ის რამდენიმე წლის წინ მოკალით."

,,მძულს... ჩემი თავი მძულს ჩემივე უარგისობის გამო, რადაგ თქვენი ე.წ. სამართალის აღმსრულებელი სექტები ამ რამდენიმე წლის განმავლობაში ვერ გავანადგურე."

ყოველი მისი სიტყვა ღრმად გამჯდარ სიძულვილის აფრქვევდა. მიუხედავად იმისა რომ რამდენიმე წელი გავიდა, თავისი მასწავლებლის სიკვდილზე ფიქრი, მისი თვალებით სისხლის ცრემლების დენას იწვევდა.

იუნ ჩემ არ იცოდა თუ სად იყვნენ მის მშობლები, როდესაც იგი მასწავლებელმა იპოვა, ჩანდა რომ იმ დროს მხოლოდ რამდენიმე დღის დაბადებული იყო. გაზაფხული იდგა, როდესაც იგი მისმა მასწავლებელმა იშვილა. ღრუბლები გაფანტული იყვნენ, ქარი ჩამდგარი, წყალი კი კრისტალივით სუფთა. მან ბავშვს იუნ ჩე დაარქვა, იმ იმედით, რომ ეს ბავშვი მის გულში იქნებოდა ისეთივე წმინდა, როგორც ღრუბელი და სუფთა, როგორც წყალი. ამიტომაც, როდესაც იგი გაიზრდებოდა, მასწავლებლისგან იგი მემკვიდრეობით განკურნების უნარს მიიღეებდა, რათა გადაერჩინა მომაკვდავი და განეკურნებინა დაშავებული.

მნიშვნელობა არ ქონდა როგორი სერიოზული იქნებოდა დაავადება ან ტრაუმა მასწავლებელს ყველაფრის განკურნება შეეძლო. ამის მთავარი მიზეზი კი მის სხეულში დამალული ციური მომწამვლელი მარგალიტი იყო. ორი სიტყვა ,, ციური მომწამვლელი" იმას ნიშნავდა, რომ ეს ნივთი, მაღალ ტოქსიკური იყო, წამალი და საწამლავი ორივე მსგავსი წარმოშობისაა. მასწავლებელს მისი საწამლავი არასდროს გამოუყენებია. მათ მხოლოდ ალქიმიაში იყენებდა, რათა საბოლოოდ წმინდა წამლები დაემზადებინა მილიონობით ადამიანის გადასარჩენათ. მან თავის მთელი სამედიცინო გამოცდილება შეასწავლა იუნ ჩეს, მაგრამ რამდენიმე წლის წინ, ციური მომწამვლელი მარგალიტის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. მან წმიდა ნივთი იუნ ჩეს მისცა და უთხრა, რომ გაქცეულიყო. ამის შემდეგ, მოკლედ ხანში კი იგი კონტინენტის მთავარი კლანების ხელით მოკვდა.

როდესაც მასწავლებელის სიკვდილის ამბავმა იუნ ჩემდე მიაღწა, მან სამი დღე და ღამე იტირა. მის გულში სიძულვილის მარცვალი გაღვიბდა და ამის შემდგომ, მედიცინის ხელოვნებას თავი დაანება. იგი საწამლავების ექსპერტი გახდა, რათა შური ეძია. ათ დღეზე ნაკლები დროის განმავლობაში მან საწამლავი არამარტო ათასობით მილის მანძილზე გაავრცელა და უთვალავი ადამიანი დახოცა ამით, ასევე პანიკა და შიში დანერგა მთელს ცისფერი ღრუბლის კონტინენტში. ამან კი ძლიერი კლანების ყურადღება მიიქცია. მათ იუნ ჩეს დევნა დაიწყეს, რათა ციური მომწამვლელი მარგალიტი ჩაეგდოთ ხელში, საბოლოოდ კი ამ სიტუაციამდე მივიდნენ.

იუნ ჩემ სიძულვილით სავლე მზერით გდახეთა მის გარეშემო მყოფ ხალხს და ცივად გაიცინა. როდესაც მისმა სიცილმა ყინულის დონემდეც კი მიაღცია, უეცრად დაიყვირა: ,, თქვე ნაბიჭრებო... თქვენ გინდათ ჩემი ციური მომწამვლელი მარგალიტი?! თქვენ... უბრალოდ ოცნება გააგრძელეთ!!"

ამის თქმისთანავე, იუნ ჩემ უეცრად ხელი აწია და ციური მომწამვლელი მარგალიტი თავის პირისში გადაისროლა. მან მარგალიტი უეცრად გადაყლაპა.

,,რას... რას აკეთებ?!"

,,მან ნამდვილად... გადაყლაპა ციური მომწამვლელი მარგალიტი."

,,იუნ ჩე სიკვდილი ასე ძლიერ გინდა?"

,, ყველაფერი კარგადაა, სულაც არაადამიანური დიდი პრობლემა, მოვკლვთა და შემდგომ ამოვიღებთ მარგალიტს".

ციური მომწამვლელი მარგალიტი მის სხეულში შევიდა, მაგრამ საწამლავი იუნ ჩეს ორგანიზმში არ გადასულა და არ მოუკლავს, როგორ ამას მათ ეგონათ. მკვეთრი მწვანე სინათლე გამოიჭრა იუნ ჩეს სხეულიდან.

,,ახლავე მოკალით! სხვა მხრივ ციური მომწამვლელი მარგალიტი შეიძლება შეიცვალა და მის სხეულს შეერწყას. ეს კი დიდი პრობლემა იქნება.

ათობით ადამიანი ყვირილით დაიძრა მისკენ. იმ ხალხის ყურების შემდეგ, რომელთა განადგუბაც მას უნდოდა, იუნ ჩემ სიცილი დაიწყო. მისი სიცილი სუსუტი იყო, თუმცაღა ჯერ კიდევ სიამაყით სავსე.

,, ძალა არ მაქვს, რომ მოგკლავ, მაგრამ არც კი იფიქროთ, რომ ჩემი მოკვლა შეგიძლიათ! თქვე უვარგისებო, სრულიად არ ხართ ციური მომწამვლელი მარგალიტი და უფრო მეტად კი ჩემი მოკვლის ღირს. თუ სიკვდილი მიწერია, ამას ჩემი ხელებით გავაკეთებ! ჰაჰაჰაჰა..."

სიცილის შემდეგ კი მან თავისი უკანასკნელი ძალები გამოიყენა და კლიდან გადახტა.

რამდენი ხელი თითქმის მისწვდა იუნ ჩეს, მაგრამ მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდნენ, რომ ყველაფერი უაზრო იყო. მათ მხოლოდ ყურება შეეძლოთ თუ როგორ უჩინარდებოდა მისი სხეული ბურუსში.

ღრუბლების კრლდის დასასრული, სრულიად შესაფერისი ადგილია ჩემთვის, იუნ ჩეს საფლავი... (იუნ - ჩინურად ,,ღრუბელი")

აღარაფერია რაც მაკავებს, რაც მნიშვნელოვანია ჩემთვის ამ სამყაროში. სამწუხაროდ.. ვერ შევძელი შური მეძლია მასწავლებლისთვის... ვერ შევძელი ჩემი ბიოლოგიური მშობლების პოვნა.

იუნ ჩემ ხელში მკერდზე ჩამოკიდებული გულსაკიდი ნაზად დაიკავა. ეს იყო ერთადერთი რამ, რაც თან ქონდა, როდესაც იგი მისმა მასწავლებელმა იპოვა. ქარმა მძვინვარედ გაიარა მის ყურებში, როდესაც ნელ-ნელა თვალები დახუჭა და ნება მისცა მის სხეულს დასრულებელ ბნელ უფსკრულში ჩაძირულიყო.

geo. keisar

Next chapter